1. სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო და დამხმარე სათავსები უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
2. რეაგენტების და ღუმელების განყოფილებებში მჟავებთან და ტუტეებთან მუშაობისას მუდმივი სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 25მ-ის მანძილზე განთავსებული უნდა იყოს თვალის ჰიდრატები და ავარიული შხაპები აგრესიული ნივთიერებების სასწრაფოდ ჩამოსარეცხად ავტომატური ჩართვით, რომლებიც ბლოკირებულია მედპერსონალის გამოძახების სიგნალიზაციასთან.
3. სათავსები მომუშავეთა გასათბობად უნდა განთავსდეს შენობებში არა უმეტეს 75მ-ის მანძილზე სამუშაო ადგილებიდან, ხოლო საწარმოო მოედნებზე განთავსებული სამუშაო ადგილებიდან – არა უმეტეს 15 მ-ის მანძილზე. მათი ფართი განისაზღვრება 0,1მ2 ერთ მომუშავეზე გაანგარიშებით შედარებით მრავალრიცხოვან ცვლაში, მაგრამ არანაკლებ 12მ2-ისა.
4. ბუნებრივი მასალების მოპოვების მოედნებზე, ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ცვლაში, თუ მომუშავეთა რაოდენობა 15 კაცზე ნაკლებია, დაიშვება საყოფაცხოვრებო სათავსების განთავსება ბლოკკონტეინერების მობილურ შენობაში. ამ სათავსებში, დაიშვება გაანგარიშებული საშხაპეების რიცხვის შემცირება 60%-მდე
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
- მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
- მუხლი 25. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
- მუხლი 29. მოთხოვნები გარემოს სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 30. მოთხოვნები საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების სანიტარიული კონტროლისადმი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004. გამოქვეყნება: სსმ, 45, 27/04/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 27, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-27/