1. სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე. სტაჟირების სპეციალური წესით სტაჟირების გავლის შემთხვევაში ცნობაში მიეთითება შესაბამისი პროგრამის დასახელება.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია, სტაჟირება აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/05/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება