1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.
4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
5. (ამოღებულია - 01.04.2026, №1479).
6.
(ამოღებულია - 01.04.2026, №1479).
7.
(ამოღებულია - 01.04.2026, №1479).
8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით.
10. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
11. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №544 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1479 – ვებგვერდი, 01.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1479
- 13.05.2025 კანონი №544
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა 1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები. 2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითამუხლით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია. 4. საბჭოსდამოუკიდებელი წევრობისთვისსაკონკურსო სავალდებულოკომისიის საკვალიფიკაციოშემადგენლობა, მოთხოვნები განისაზღვრება საბჭოს დებულებით. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ღია კონკურსის შედეგადჩატარების შერჩეულწესი პირთაგანდა საბჭოს წევრისწევრობის 5კანდიდატებისთვის ვაკანტურსავალდებულო თანამდებობაზესაკვალიფიკაციო დასანიშნადმოთხოვნები წარუდგენსგანისაზღვრება 5 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურკანონის თანამდებობათამე-10 რაოდენობისმუხლის კანდიდატურას.მე-3 6.პუნქტით საქართველოსგათვალისწინებული პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსმთავრობის საქართველოსდადგენილებით. პარლამენტის5. რეგლამენტით(ამოღებულია დადგენილი- წესით01.04.2026, აძლევს№1479). თანხმობას6. საბჭოს(ამოღებულია წევრების- დანიშვნაზე.01.04.2026, №1479). 7. საქართველოს(ამოღებულია პარლამენტის- მიერ01.04.2026, საქართველოს№1479). პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით. 9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით. 10. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით. 11. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON OFFICIAL STATISTICS, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: Website, 13/06/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება