თავი VI — სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია და სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა
1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 1 თვისა.
2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცებისას საფრთხე არ უნდა შეექმნას ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპს.
3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესასრულებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები უნდა გამოეყოს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 31.05.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON OFFICIAL STATISTICS, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: Website, 13/06/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება