1. საქსტატმა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა სხვა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის, აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების მიზნით აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებსა და ღონისძიებებში (აქტივობებში).
2. საქსტატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 31.05.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON OFFICIAL STATISTICS, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: Website, 13/06/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება