ა) ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით;
ბ) თუ ამ მონაცემთა დამუშავება აკრძალული არ არის მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობით აკრძალა მისი გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება);
გ) თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი;
დ) თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლების განსახორციელებლად.
2. გარდაცვლილი პირის სახელის, გვარის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავება დასაშვებია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა და საფუძვლების არსებობის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.06.2023).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დაცვადაცვა1. 1. მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია: ა) ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით; ბ) თუ ამ მონაცემთა დამუშავება აკრძალული არ არის მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობით აკრძალა მისი გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება); გ) თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი; დ) თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლების განსახორციელებლად. 2. გარდაცვლილი პირის სახელის, გვარის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავება დასაშვებია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა და საფუძვლების არსებობისა.არსებობის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON PERSONAL DATA PROTECTION, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 03/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება