თავი VIII — კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება (პილარ 1)
1. მიკრობანკები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური დონის კაპიტალი.
2. მიკრობანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე მიკრობანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 30-ე მუხლის შესაბამისად.
3. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება