თავი XIII — კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. საკრედიტო რისკის მიტიგაცია
1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი მიკრობანკი არის მიკრობანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.
2. ამ დებულების მე-8-მე-10 მუხლების მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას მიკრობანკებს, რომლებიც ამ დებულების VI თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/06/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება