|
|
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
|
|
2023 წლის 30 ივნისი
ქ. წყალტუბო
|
მუხლი 1
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | თეიმურაზი ჭეიშვილი |
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტისათვის განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2), საანგარიშო ფართობის თითოეული კვარატული მეტრისათვის 2 (ორი) ლარით.
მუხლი 3
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) საკურორტო ზონაში ახალასაშენებელი ობიექტისათვის განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვარატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარით, ხოლო საკურორტო ზონებში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 (ხუთი) ლარით.
მუხლი 4
I და II კლასს დაქვემდებარებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და I კლასის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე ნაგებობების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1) საანგარიშო ფართობის მიხედვით, თითოეული კვადრატრული მეტრისათვის 2 (ორი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5
მუხლი 6
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს – 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.
მუხლი 7
1. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,50 ლარით, გარდა ახალ ასაშენებელი ინტერნეტის ხაზოვანი ნაგებობისა.
2. ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,20 ლარით, გარდა მაღალმთიანი დასახლებისათვის.
3. მაღალმთიანი დასახლებისათვის ინტერნეტის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0 ლარით.
მუხლი 8
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 9
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 10