1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი);
ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო);
გ) (ამოღებულია - 13.05.2025, №564);
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო);
ე) მუნიციპალიტეტი.
2. დეპარტამენტი ახორციელებს:
ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;
გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას;
დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში.
3. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
4. (ამოღებულია - 13.05.2025, №564);
5. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს.
6. მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №564 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.
თავი VIII
წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის
სახელმწიფო სისტე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №564
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები და კონტროლის ფარგლები 1. წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი); ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სურსათის ეროვნული სააგენტო); გ) საქართველოს(ამოღებულია ეკონომიკისა- და13.05.2025, მდგრადი№564); განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო); ე) მუნიციპალიტეტი. 2. დეპარტამენტი ახორციელებს: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვებისა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვების პირობების შესრულების კონტროლს; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წყლის რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; გ) წყლის რესურსების დაბინძურების ან/და დანაგვიანების ფაქტების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას.აღკვეთას; დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში. 3. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს და სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას. 4. მინერალური(ამოღებულია რესურსების- ეროვნული13.05.2025, სააგენტო№564); ახორციელებს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს. 5. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ნახშირწყალბადების შემცველი ფლუიდიდან სეპარირებული წყლის განკარგვას და კონტროლს. 6. მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებით სარგებლობის კონტროლს. თავი VIII წყლის რესურსების მონიტორინგისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის სახელმწიფო სისტემასისტე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის რესურსების მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება