1. წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები, რომელთა მართვაც ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მათ საფუძველზე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან/და გამდინარე ზედაპირული წყლებით ან მიწისქვეშა წყლით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო წყალსარგებლობის წესით სარგებლობის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 30.06.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — წყლის რესურსების მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/07/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება