“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.006.769
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 21/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.761

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №61/2004

2004 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე, „საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის №58/2004 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივა და რეგისტრაციას გაივლის კენჭისყრის დღეს    №58/2004 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესის თანახმად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ზ. ნონიკაშვილი

კომისიის მდივანი     კ. კვიტაიშვილი