სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების პუნქტის ოფიცერმა (FISO), მოთხოვნისას, პილოტი უნდა უზრუნველყოს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ინფორმაცია SIGMET;
ბ) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;
გ) სათანადო მონაცემები ბარომეტრული სიმაღლის საზომის დასაყენებლად;
დ) ჰაერის გარე ტემპერატურა;
ე) ხილვადობა;
ვ) მიმდინარე ამინდი;
ზ) მონაცემები ღრუბლიანობის შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/08/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება