თავი XVI — კავშირთან დაკავშირებული მოთხოვნები საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს მიმართ
1. „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირდაპირი ოპერატიული, უწყვეტი და დაუბრკოლებელი კავშირი სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტსა და შესაბამისად აღჭურვილ სხ-ს შორის, რომელიც ფრენას ახორციელებს შესაბამისი აეროდრომიდან 45 კმ-ის (25 საზ. მილის) ფარგლებში ნებისმიერ მანძილზე.
2. საწარმო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, სამანევრო არეზე მოძრაობის მართვის მიზნით, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოს ცალკე არხები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2023.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/08/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება