თავი VI — პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირი
1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, თავისივე ფორმირებული კომისიების მეშვეობით, ახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს კომისიების მიერ მიღებული დასკვნით.
3. ამ მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირის უფლებამოსილება, მათ შორის მის მიერ გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისი კომისიების ფორმირების წესი და მათი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №165, 30.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016309 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5904851/muxli-17/