1. მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯარაში აღნიშნავს (სპეციალური შტამპით) ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად.
2. მე-19 და მე-20 გრაფაში უთითებს ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ნომერს.
3. იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა”, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო გაფორმების ადგილიდან – „შიდა გადაზიდვა. იმპორტი”
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ · რედაქცია 15.12.2004
მუხლი 7. გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ის გაცემისას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ნავთობის, ასევე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციისათვის (გადაზიდვისათვის) საგადასახადო ინსპექცია სსა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ – სსაფ) დანართი №2-ის ნიმ
- მუხლი 2. სსაფ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი განსხვავებული ფერისაა. სსაფ-ის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტ
- მუხლი 3. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვასა და რეალიზაციას, ვალდებულია:
- მუხლი 4. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების მისაღებად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გან
- მუხლი 5. ნავთობპროდუქტების შეძენის (წარმოების) დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს:
- მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის
- მუხლი 8. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ბრძანების მე-7, მე-18, მე-19 მუხლებში მითითებული აღნიშვნების (ჩანაწერების) ან სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში საგადასახადო ინსპექციის ბეჭდის აღნიშვნის გარეშე სსაფ-ის გამოყენ
- მუხლი 9. ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით ტრანსპორტირებისას სსაფ-ის 1-ლი და მე-3 ეგზემპლარები აუცილებლად უნდა ინახებოდეს გადამზიდავთან (იმ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც ახორციელებს ნავთობპროდუქტი
- მუხლი 13. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სსაფ-ის გამოწერა პირზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად და არა აქვს მინიჭებული საიდენტიფიკაციო
- მუხლი 15. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ბრძანების დანართი №2) შევსება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
- მუხლი 17. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-16 გრაფაში სათანადო აღნიშვნით – „კორექტირებული“ და გ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004. გამოქვეყნება: სსმ, 137, 26/11/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 7, №748, 17.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.22.033.006.866 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59080/muxli-7/