1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები.
3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი.
4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. სამშვიდობო ოპერაციიდან:
ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს;
ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 127. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის წარგზავნა და მისი სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევა 1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები. 3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი. 4. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. სამშვიდობო ოპერაციიდან: ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს; ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებაგადაწყვეტილებას მიიღებაიღებს მინისტრის მიერ დადგენილი წესით.მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება