1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.
3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №698
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 153. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება 1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. 2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე. 3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. [ 2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე. 3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება