1. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი;
ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი;
გ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი;
ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი;
ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი;
ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი;
თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი;
ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი;
კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი;
ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი;
მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი.
2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება.
3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად 1. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი; გ) კაპრალიდან(ამოღებულია ან- კაპრალ-სპეციალისტიდან24.06.2025, უმცროს№713); სერჟანტამდე − 2 წელი; დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი; ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი; ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი; კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი; ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი. 2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება