1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:
ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყანაში გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;
დ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;
ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;
თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება: ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნისქვეყანაში სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი; დ) პირი,(ამოღებულია რომელსაც- აქვს24.06.2025, საქართველოს№713); კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ვ) პირი,(ამოღებულია რომელმაც- გაიარა24.06.2025, არასამხედრო,№713); ალტერნატიული შრომითი სამსახური; ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს; თ) საქართველოს პარლამენტის წევრი. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება