1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;
ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;
ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №713);
ვ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713).
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში.
4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში; ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; ე) სამხედრო(ამოღებულია მოსამსახურის- ყველა24.06.2025, სახის№713); კმაყოფიდან მოხსნა; ვ) მინისტრის(ამოღებულია მიერ- დისციპლინური24.06.2025, წარმოებისას№713). დისციპლინური3. გადაცდომისამ სავარაუდომუხლის ჩამდენიმე-2 პირისნაწილის სამსახურიდან„ბ“ ჩამოშორება.და 3.„გ“ ამქვეპუნქტებით მუხლისგათვალისწინებული მე-2საფუძვლის ნაწილითარსებობისას გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.ვადაში. 4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — DEFENCE CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/10/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება