მუხლი 1. შემოღებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები და დამტკიცდეს შესაბამისი ინსტრუქციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (დანართი №1);
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის (დანართები №№ 2; 3; 4);
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (დანართი №5);
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი (დანართი №6)
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №14, 27.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.108.016516 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5927146/muxli-1/