1. იმ სამედიცინო დაწესებულებამ, რომელიც ქსოვილებს იყენებს, შესაბამის ქსოვილის ბანკს ქსოვილის ბანკის მიერ დადგენილი ფორმატის თანახმად უნდა აცნობოს რეციპიენტის შესახებ მონაცემები და მკურნალობის/სამედიცინო ჩარევის შედეგები, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალობისშემდგომი მეთვალყურეობის თაობაზე.
2. ქსოვილის ბანკი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა კომპეტენტურ უწყებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წლის საქმიანობის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წლიური ანგარიში ქვეყნდება კომპეტენტური უწყების ვებგვერდზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 01.11.2023).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/11/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება