„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, ˂sup˃125˂/sup˃3 მუხლით, 135-ე და ˂sup˃135˂/sup˃1 მუხლებით 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, ˂sup˃125˂/sup˃3 მუხლით, 135-ე და ˂sup˃135˂/sup˃1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
020080160.35.132.016600
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2023 წლის 27 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით 125 მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253-ე მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/03/2015 სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.132.016254) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125​3 მუხლით, 135-ე და 135​1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​3 მუხლით, 135-ე და 135​1 მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე–16 ნაწილებით, 125​3 მუხლის, 135-ე და 1351 მუხლებით, 2093 მუხლის მე-2 ნაწილის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240​1 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 შენიშვნის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 2904 -290​6 მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს − ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას  (მისამართი: ქ. ბათუმი, გალაკტიონ ტაბიძის  №56).

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1253 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის − დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის − 150 ლარის ოდენობით, 1253 მუხლის  51 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის − 200 ლარის ოდენობით.   საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ------

ცხელი ხაზი: ------

დამკვეთი:                                                                                                  დამამზადებელი:

მისამართი:                                                                                                სემგს-ს რეგისტრაციის №“;

ბ) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.  თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებm თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს პოლიცია. საამისოდ უფლებამოსილმა პირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომელი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით და 135-ე და 135​1 მუხლებით, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიძახოს პოლიცია. საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗