ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამავე კოდექსის შესაბამისად, − მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული ფორმით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი
LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE · რედაქცია 26.06.2025
მუხლი 43. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი
თავი IX — პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოება
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 43. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამავე კოდექსის შესაბამისად, − მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული ფორმით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. [მუხლი 431 . ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან)]
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 38. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
- მუხლი 39. ქალთა სპეციალური დაწესებულება
- მუხლი 40. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება
- მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი
- მუხლი 41¹. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება
- მუხლი 42. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ
- მუხლი 43¹. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება
- მუხლი 44. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
- მუხლი 46. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პირობები
- მუხლი 47. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღების წესი
- მუხლი 48. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანა და გადაყვანა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025. გამოქვეყნება: Website, 26/12/2023.
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE“, მუხლი 43, №3988-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.102169 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6009420/muxli-43/