2. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ორგანიზაციის წესდება;
გ) ორგანიზაციისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის განვითარების კონცეფციები;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
3. სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზაციას აღრიცხავს უწყებრივ რეესტრში. რეესტრის მონაცემები ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
4. სახელწოდების „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიანიჭა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა.
5. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენებით საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე იწვევს ამ კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეიმუშავებს ორგანიზაციის საქმიანობის წესებს/სტანდარტებს, პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა შეიძლება გახდეს ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების/გაუქმების საფუძველ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.12.2023).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებამინიჭება1. 1. ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანიჭებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსს. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 2. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) ორგანიზაციისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის განვითარების კონცეფციები; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3. სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზაციას აღრიცხავს უწყებრივ რეესტრში. რეესტრის მონაცემები ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე. 4. სახელწოდების „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიანიჭა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა. 5. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენებით საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე იწვევს ამ კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეიმუშავებს ორგანიზაციის საქმიანობის წესებს/სტანდარტებს, პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა შეიძლება გახდეს ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების/გაუქმების საფუძველი.საფუძველ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON TOURISM, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება