მუხლი 3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 დადგენილებით
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2023-2024 წლებში მიღებული გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დაფინანსდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ შესაბამისი ქვეპროგრამებიდან
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №25, 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016564 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6053354/muxli-3/