თავი II — საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ უწყებათა/ საწარმოთა უფლებამოსილება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
ა) სხვა უწყებებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო თანამშრომლობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრალური დარგობრივი ორგანოს ფუნქციებს იმ საერთაშორისო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული სიტუაციების საერთაშორისო დონეზე დარეგულირებას;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანკეტური მონაცემების შემოწმების პროცესში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებშ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2023.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება