მუხლი 68. დაცვის დამატებითი მოწმობის განაცხადის წარდგენა
თავი XII — დაცვის დამატებითი მოწმობა
1. პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში. დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისათვის გადაიხდება საფასური.
2. საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ატარებს განაცხადის ექსპერტიზას და 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქპატენტი დაცვის დამატებით მოწმობას სამრეწველო საკუთრების რეესტრში არეგისტრირებს და ამის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ბიულეტენში. დაცვის დამატებითი რეგისტრაციისთვის და გამოქვეყნებისთვის გადაიხდება საფასურ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 68, №1, 12.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6072141/muxli-68/