1. ქმედების სექსუალურ შევიწროებად აღქმისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, შემდეგი ინდიკატორები:
ა) ქმედების ხასიათი;
ბ) მსხვერპლის მიერ სიტუაციის აღქმა;
გ) ქმედების ინტენსივობა;
დ) ქმედების განმეორებადობა;
ე) შემავიწროებლის შესაძლებლობა, მოახდინოს მსხვერპლზე გავლენა;
ვ) მსხვერპლის დაუცველი მდგომარეობა;
ზ) შემავიწროებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, მათ შორის, სამსახურებრივი იერარქია.
2. ჩამოთვლილი ინდიკატორები არ არის ამომწურავი და, ერთი ინდიკატორის არსებობაც შესაძლოა საკმარისი იყოს სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად.