1. თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არ იმყოფება ალკოჰოლური ან/და სხვაგვარი თრობის მდგომარეობაში.
2. თანამშრომელი არ ერთვება დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში.
3. თანამშრომელი არ იყენებს ბილწსიტყვაობას ან/და შეუფერებელ ჟესტიკულაციას, არ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას სხვა პირებს და არ ქმნის კონფლიქტურ ვითარებას.
4. თანამშრომელი არ ჩაიდენს ან არ დაუშვებს ისეთ ქმედებას, რომელიც ზიანს მიაყენებს სამსახურის რეპუტაცია