თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N27 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №05 |
|
2024 წლის 29 თებერვალი ქ. თელავი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №27 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne gov.ge. 04.04.2023 სარეგისტრაციო კოდი 33 009 0000.05.001.02 08 47) პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 მარტის №513 განკარგულების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №27 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ნუსხა“ ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.
|
|