1. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული საქმის წარმოება (შემდგომში – საქმის წარმოება) ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 01/03/2024.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება