მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას, სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი  პირი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, კანონით დადგენილი წესით აცნობებს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.