1. დირექტორის, აგრეთვე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კოორდინატორთან დარღვევიდან 2 დღის ვადაში.
2. პირი უფლებამოსილია 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან ქმედების შესახებ საჩივარი წარადგინოს უშუალოდ კოორდინატორთან, ან არჩევნების დღის 18 საათამდე საარჩევნო კომისიაში კოორდინატორისათვის წარსადგენად.
3. კოორდინატორი ვალდებულია საჩივარი, რომლის განხილვაც სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს, გადაუგზავნოს მას არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
4. კოორდინატორი ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, აგრეთვე შეცვალოს, ძალადაკარგულად, არარად ან ბათილად გამოაცხადოს გასაჩივრებული აქტი. კოორდინატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა
თავი IV — გასაჩივრება
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
- მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
- მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024. გამოქვეყნება: სსმ, 8, 23/01/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 31, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-31/