1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, კონვენციის 61-ე მუხლის მიხედვით, რატიფიცირების ან შეერთების დოკუმენტის ჩაბარების ან დეკლარაციის წარდგენისას, ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს ასევე უნდა მიაწოდოს -

ა) რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებით საკუთარი კანონმდებლობისა და პროცედურების თაობაზე მიმოხილვა;

ბ) იმ ზომების აღწერა, რომლებსაც ის მიიღებს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

გ) იმის აღწერა, თუ როგორ უზრუნველყოფს მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განმცხადებლებისთვის პროცედურებზე ეფექტურ წვდომას;

დ) აღსრულების წესების და პროცედურების აღწერა, აღსრულებაზე ნებისმიერი შეზღუდვის ჩათვლით, კერძოდ, მოვალის დაცვის მექანიზმებსა და ხანდაზმულობის ვადებზე;

ე) 25-ე მუხლის (1) (ბ) ქვეპუნქტსა და (3)  პუნქტში მითითებული ნებისმიერი დამატებითი, სპეციალური მოთხოვნების თაობაზე ინფორმაცია.

2. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, შეუძლიათ  გამოიყენონ „ქვეყანაში არსებული პროცედურების თაობაზე მოკლე ინფორმაციის სპეციალური ფორმა“, რომელიც  გამოქვეყნებულია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ.

3. ინფორმაცია პერიოდულად უნდა განაახლონ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა.