„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016677
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის №38 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 17/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016386) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-2 პუნქტი:

„2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სარეზერვო ფონდიდან განახორციელოს ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის, მათ შორის ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 7000 (შვიდი ათასი) ლარზე მეტი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების საკითხი განსახილველად ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თავდგირიძე