1. კონკურსანტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კონკურსანტის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
2. გასაუბრებისას კონკურსანტის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრული თითოეული პარამეტრის მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თითოეული წევრის მიერ მაქსიმუმ 10 ქულით, მინიმუმ – 0 ქულით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ თითოეული კონკურსანტის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებულ ბლანკებში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემფასებელი წევრი.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტის შეფასების სპეციალური შევსებული ბლანკები გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს წევრს ქულების დაჯამებისა და საბოლოო ქულის გამოთვლის მიზნით.
5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული კონკურსანტისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე.
6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი იყოფა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრების რაოდენობაზე.
7. გასაუბრების შედეგი ჩაითვლება დადებითად, თუ კონკურსანტი მიიღებს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 70 %-ს
მუხლი 24. გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტების განხილვისა და შეფასების წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 70 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
- მუხლი 19. ტესტირებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 20. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
- მუხლი 21. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
- მუხლი 22. ტესტირების შედეგების შემოწმება
- მუხლი 23. გასაუბრება და მასში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 25. ატესტაციის ცნება, ჩატარების წესი და პირობები
- მუხლი 26. საკლასო ჩინის მინიჭება
- მუხლი 27. ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის შედეგების გამო წარმოშობილი დავა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის" საკონკურსო-საატესტაციო კომისსის დებულების დამტკიცების შესახებ", კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2006. გამოქვეყნება: სსმ, 32, 10/03/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის" საკონკურსო-საატესტაციო კომისსის დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 24, №2-34, 06.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.008.250 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63364/muxli-24/