თავი VI — ინსპექტირების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, მისი აღსრულება და ამ წესით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრების ვადა
1. ინსპექტირება სრულდება, თუ მოპოვებულია საკმარისი, საიმედო და შესაფერისი მტკიცებულებები სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების ან უარყოფისათვის ან/და მიღწეულია გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების მიზანი. ინსპექტირების დასრულების დროდ მიიჩნევა სააგენტოს დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერის დღე.
2. ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ინსპექტირების დასრულების შესახებ სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 26/12/2024.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება