თავი II — ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლები
1. ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს მიერ სარკინიგზო საწარმოსათვის უსაფრთხოების სერტიფიკატის, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემის შემდეგ.
2. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ამოწმებს და აფასებს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მხრიდან რამდენად ეფექტურად სრულდება უსაფრთხოების მართვის სისტემა.
3. ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს სარკინიგზო საწარმოსა და ინფრასტუქტურის მენეჯერის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობები, რკინიგზის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №1-1/158, 27.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6365242/muxli-5/