„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №115 |
|
2025 წლის 3 თებერვალი ქ. ქუთაისი |
1. შეიცვალოს დადგენილების პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, 57-ე მუხლის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“.
2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(№1 დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
3. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(№2 დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
|
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია 1 პირი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 3358 ლარი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 14 მოსამსახურე. მათ შორის:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი – 2 ერთეული;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 1 ერთეული;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე – 1 ერთეული;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე – 2 ერთეული;
ე) მოწვეული სპეციალისტი – 6 ერთეული;
ვ) სპეციალისტი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი) – 1 ერთეული;
ზ) დამხმარე მოსამსახურე – 1 ერთეული.