თავი VII — მოქმედება მშვიდობის წინააღმდეგ საფრთხეების, მშვიდობის დარღვევების და აგრესიის აქტების მიმართ
მუხლი 41🔗
უშიშროების საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ რა ზომები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლებიც არ გულისხმობს შეიარაღებული ძალის გამოყენებას თავისი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, და მას შეუძლია, მოუწოდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, გამოიყენონ ასეთი ზომები. ეს შეიძლება მოიცავდეს ეკონომიკური ურთიერთობების და სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო, სატელეგრაფო, რადიო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება