თავი II — საკონსულო დაწესებულებებთან, კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
1. წარმგზავნ სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფო დროშა და გერბი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად.
2. წარმგზავნი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება აღიმართოს და მისი სახელმწიფო გერბი განთავსდეს საკონსულოს მიერ დაკავებულ შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის რეზიდენციაზე და ოფიციალური საქმიანობისთვის გამოყენებულ მის სატრანსპორტო საშუალებებზე.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა სარგებლობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მიმღები სახელმწიფოს კანონები, რეგულაციები და პრაქტიკ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-511-484-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
კონვენციის III თავით, კერძოდ, 58-ე მუხლის (ზოგადი დებულებები, რომლებიც ეხება უპირატესობებს, პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს) პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მუხლები 28, 29, 30, 34, 35, 36, 37, 38 და 39, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება