თავი II — საკონსულო დაწესებულებებთან, კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
თავიანთი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ მიმართონ:
(a) კომპეტენტურ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს თავიანთ საკონსულო ოლქში;
(b) მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს იმდენად, რამდენადაც ეს დაშვებულია მიმღები სახელმწიფოს კანონებით, რეგულაციებითა და პრაქტიკით ან შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-511-484-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
კონვენციის III თავით, კერძოდ, 58-ე მუხლის (ზოგადი დებულებები, რომლებიც ეხება უპირატესობებს, პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს) პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მუხლები 28, 29, 30, 34, 35, 36, 37, 38 და 39, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება