თავი IV — ლიცენზიის/ნებართვის ფლობა, გაუქმება, სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლი
ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობები, მათ შორის:
ა) ლიცენზიის/ნებართვის გაცემისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამის თაობაზე აცნობოს სააგენტოს;
ბ) შექმნას შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას;
გ) მუდმივად აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო/სანებართვო ქმედების განხორციელების მდგომარეობის შესახებ;
დ) არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს სააგენტოს, რათა მან განახორციელოს სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის ღონისძიებებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №94, 28.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024985 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6460264/muxli-20/