1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ ნებართვა გაიცემა:
ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ სხვა ქვეყნიდან, ასევე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ იმპორტზე;
ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტზე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 3, №94, 28.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024985 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6460264/muxli-3-2/