თავი II — ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის სახეები, ამგვარ სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა და ავარიული მზადყოფნის კატეგორიები
1. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების დაგეგმვისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებული ბირთვული და რადიაციული ვითარების ანალიზი და პოტენციური საფრთხეების განსაზღვრა ბირთვული და რადიაციული საქმიანობების, დანადგარებისა და ობიექტების გათვალისწინებით.
2. ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების დაგეგმვისას გამოყენებული უნდა იქნეს დიფერენცირებული მიდგომა პოტენციური საფრთხის შეფასების საფუძველზე.
3. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ავარიული მზადყოფნის კატეგორიები მოცემულია დანართ 2-ში – „ავარიული მზადყოფნის კატეგორიები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/05/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება