ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის დროებით შეჩერების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ ავტორიზებული პირი:
ა) არასათანადოდ ატარებს სერტიფიცირების პროცესს;
ბ) არ ახორციელებს სერტიფიცირებული გიდების შემდგომ მონიტორინგს;
გ) საკუთარი ქმედებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტურისტულ იმიჯს;
დ) სერტიფიცირების ორგანო არღვევს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესითა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/05/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება