მუხლი 10. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის დასაბუთებული პირადი განცხადება/პატაკი;
ბ) ამ წესის მოთხოვნებისა და პროცედურების უხეში დარღვევა;
გ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შერჩევის საბჭოს (გარდა, შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შერჩევის საბჭოს ახალი თავმჯდომარის/წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავდაცვის ძალების მეთაური ამ წესით განსაზღვრული წესი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №83, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017370 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535616/muxli-10/