მუხლი 17. კანდიდატთა შერჩევა ღია ან ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით
1. შერჩევის საბჭოს წევრები იხილავენ თითოეული შესარჩევი კანდიდატის შესახებ მასალებს და ხმების უბრალო უმრავლესობით ავლენენ შერჩეულ კანდიდატს/კანდიდატებს, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე.
2. ფარული კენჭისყრისას, შერჩევის საბჭოს წევრი ავსებს №3 დანართით დადგენილ ფორმას, ხოლო სხდომის მდივანს შედეგები გადააქვს №4 დანართით განსაზღვრულ ფორმაში და ადგენს პრიორიტეტულ სიას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე.
3. უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსზე შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატს, ხოლო წოდებრივი დაწინაურებისას – კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება ხმათა უმრავლესობით, რაც ფიქსირდება შემაჯამებელ ოქმშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №83, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017370 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535616/muxli-17/